Tuesday, December 9, 2008

ომის სახე

ომის სახე
ალბათ ბევრს გაჩენია კითხვა რა არის ომი და მისი სახე მაგრამ შემდეგ ამ კითხვაზე თავი აურიდებია, რათა დაემალა ის რამაც დღემდე მოგვიყვანა.
დავიწყოთ უძველესი დროის ომებიდან რომელიც შეეხება ალექსანდრე მაკედონელის, ჩინგის ყაენის, თემურ ლენგის, ნაპოლეონ ბონაპარტეს ზეობას პირველ და მეორე მსოფლიოს ომებს, სწორედ ეს აისახება იმ ცხოვრების დინებაზე რომელიც ახლა ტოვებს ძველი ცხოვრების კვალს.
ალექსანდრე მაკედონელს ბევრი მეცნიერი მოიხსენიებს როგორც: ტირანს, თანამედროვე სითყვებით რომ ვთქვათ ავანტიურისტს, სამხედრო ძალაუფლების მოყვარულს, ზოგიც მას მოიხსენიებს ჭირთა მომთბენს, რომელმაც აღმოსავლური და დასავლური ტდადიციები ერთმანეთს შეუთავსა. მაგრამ აქედან გამოიყოფა ყველაზე მთავარი თუ რა მოგვიტანა მისმა ლაშქრობებმა? ამის პასუხი კი არის ნგრევა ნგრევა და მსხვერპლი. ახლა კი მე არ დავიწყებ აზიელი დამბყრობლების ნგრევასა და მსხვერპლის ჩამითვლას რადგან ეს ყველას კარგად მოეხსენებათ, მე მხოლიდ იმ უახლოვეს მომავალს მივუბრუნდები რომელიც დღესაც აქტიურია. მაგრამ დავსძენ ერთი ალბათ ყველასთვის ბუმბერაზი ადამიანის ბრძოლას რომელსაც ნაპოლეონ ბონაპარტე ერქვვა, ის მართლაც ღირსეულ დამბყრობლად ითვლება რადგან ის არასოდეს გადაუხვევდა სამხედრო გეგმის ნაწილს და მოკლედ რომ ვთქვათ მისი ფლანგის გარღვევა თითქმის შეუძლებელი იყო, ის იგონებდა ახალ შეტევით გეგმებს და ცდილობდა გაემართლებინა ეს შედეგები, რასაც ხშირად გამარჯვებისკენ მიჰყავდა. მაგრამ როგორც იტყვიან ყველაფერს ააქვს დასაწყისი და



დასასრული, ნაპოლეონის ლაშქრობაც დასრულდა და რა მოგვიტანა ნგრევა და მსხვერპლი მაგრამ აქაც ვთქვათ ის რომ ყველაფერი დიდი მსხვერპლს მოითხოვს.
ახლა კი მოდი ვისაუბროთ პირველ და მეორე მსოფლიო ომზე.
პირველი მსოფლიო ომი და მისი შედეგი

1914 წლის 18 ივნისს სერბიის პატარა ქალაქ სარაენოში სამხედრო მანევრებზე დასასწრებლად ჩასული ავსტრია-უნგრეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ერც-ჰერცოგი ფერდინანდი და მისი მეუღლე სერბმა პატრიოტმა სტუდენტმა გავრილე პრპნციპემ მოკლა, ამან უფრო დააძაბა ურთერთობა ანტანტის ქვეყნებთან და გერმანიამ სამხედრო შესაძლებლობების შეუფასებლად წამოიწყო ომი ანტანტის ქვეყნების წინააღმდეგ (1914წლის 4აგვისტოს). ამ დროისთვის არსებობდა ორი საპირისპირო მხარე ესენი იყვნენ ანტანტა და სამთა კავშირი.(ანტანტის შემადგენლობაში შედიოდა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი ხოლო სამთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია.) მაგრამ ეს ომიც დიდი ნგრევისა და მსხვერპლის ხარჯზე დასრულდა.(1918წ)
ხოლო ომში მონაწილე ქვეყნების შედეგი ასეათია: (უნდა რინიშნოს რომ ამერიკის შეეერთებული შტატაები ომში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა მაგრამ ომში ჩაბმა მას მაინც აიძულეს) რაც შეეხება მის ეკიონომიკას და მსხვერპლს ის შემდეგ დანაკარგებს შეიცავს: 40 ათასი კაცი მოკლულთა შორის, 230 ათასი კაცი დაჭრილთა სახით. მისთვის მომგებიანი შემდეგი პოზიციები აღმიოჩდნენ მას სამხედრო ნგრევა არ შეხებია მეორე რომ მან ამ ომში დიდძალი მოგება ნახა სესხების გაცემის სახით ომისგან დაზარალებული ქვეყნებისგან. 1920 წლის დასაწყისისთვის უცხოეთის ქვეყნებისათვის მიცემული სესხების ოდენობა 11 მილიარდ დოლარს აღწევდა. აგრეთვე გაზარდა სამრეწველო პოტენციალი და წამყვან ქვეყნად იქცა.
პირველი მსოფლიო ომში გამარჯვებით ინგლისმა ჩამოიცილა ის მომაკვდინებელი საფრთხე, რასაც მის მრეწველობას, ვაჭრობას, ზღვაოსნობასა და კოლონიურ იმპერიას გერმანია უქადიდა, მაგრამ შეერთებული შტაატების გაძლიერების შედეგად ინგლისმა ფინანსური პირველობა დაკარგა, აშშ-ის მოვალე ქვქყნად იქცა და ,,ზღვის მპყრობელის სახელიც ვერ აღიდგინა. 20-იან წლებში დიდი ბრიტანეთის ეკონომომიკის აღდგენა მიმდინარეობდა ნელი ტემპით, რადგან ამას თან სდევდა მისი სტრუქტული უთანაბრობა სხა ქვეყნების სტრუქტურასთან.
საფრანგეთი პირველი მსოფლიო ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ ომი მას დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა . ამ ომში დაკარგა 1,3 მლნ კაცი მიკლულთა სახით ხოლო 2,8 მლნ ადამიანი დასახიჩრდა . საფრანგეთის ტერიტორიაზე ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საომარი ოპერაციები. რამაც მთლიანად დაანგრია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის 10 სამრეწველო დეპარტამენტი.
ამასთნ ერთად ომმა უაღრესად გააძლიერა საფრანგეთი და სამხედრო თვალსაზრისით იგი ევროპოაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გახდა.
რაც შეეხება გერმანიას ის მეტად ცუდ მდგომარეობაში აღმიჩდა, ჯერ ერთი რომ მას წაართვეს შემოსავლიანი მიწები და მერე მეორე რომ მისი ეკონომიკა მთლიანად მოიშალა, გერმანია რევოლუციამ მოიცვა.
ახლა კი ვიმსჯელოთ თუ რა იყო პირველი მსოფლი ომი მაგრამ ამის თქმა ზემოთ მოცემულ ფაქტებსაც შეუძლიათ. ჩემის აზროით ეს ომი იყო: ნგრევის, მსხვერპლის, გამარჯვების, წარმატებისა და დაცემის ფაქტი.
მეორე მსოფლიო ომის მიზეზები და შედეგები




მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი იყო ისევ და ისევ გერმანული სულისკვეთების სწრაფვა პირველობისაკენ რაც ახლა უკვე გამოიხატა გერმანული ფაშიზმის სახით, რომელიც დაიწყო 1933 წლიდან როდესაც გერმანიის მთავრობას სათავეში ჩაუდგა გერმანიის ფაშისტური მთავრობის ლიდერი ადილოლფF ჰიტლერი მისი ნამდვილი გვარი შიკლგრუბერია. გერმანიას ქონდა გარკვეული სტატუსი რომელიც აშინებდა მის მეზობელ ქვეყნებს ამიტომ ახლა უკვე კარგად გაისაზრა გერმანიამ თავისი მიღწევები და წამოიწყო ფარსი, მან სსრკ დადო ხელშეკრულება რომელიც ისტორიაში მოლტოვ-ლიბერტროპის პაქტის სახელით არის შესული (1939წლის 23 აგვისტოს) ამით გერმანიამ მთლიანად შეიხსანა ხელ ფეხი რადგან მას სსრკ დიდ მოწინააღმდეგე ქვეყნად მიაჩდა და დაიწყო მზადება მეორე მსოფლიო ომისთვის.
მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს რაც გამოიხატა გერმანიის მიერ პოლონეთის ბლიც-კრიგით აღება, ამას მიჰყვა საფრანგეთის ოკუპაცია, ინგლისის დაბომბვა და სსრკ მიერ აგრესიის პასუხად გერმანიამ აიღო ბრესტი, ამით გერმანიამ დაარღვია პაქტის თეზისები და დაიწყო სამამულო ომი სსრკ-თან 1941 წლის 22 ივნისს. გერმანიას მხარში ამოუდგა იტალიის ფაშისტური მთავრობა და იაპონია რომელმაც ომში ჩართო აშშ 1941 წლის 7 დეკემბერს როდესაც მან დაბომბა მისი სამხედრო ბაზა პერლჰარბორი.




ეს ომი ისტორიაში დიდი ზარალით შევიდა რადგან ამ ომში გამოყენებული იქნა იმ დროითვის უახლესი იარაღები, თითქმის ომში ჩართულმა ყველა ქვეყნებმა მიიღეს უკიდურესი მსხვერპლი,, და ყველაზე მთავარი ამ ომში გამოყენებული იქნა ატომური იარაღი ეს იკ მოხვდა მაშინ როდესაც მეორე მსოფლო ომი თითქმის დამთავრებული იყო, მაგრამ ფაქტია რომ ეს შეეწირა აშშ-ს ინტერესებს დაემყარებინა იაპონიაში და მთელ მსოფლიოში ზესახელმწიფოს სტატუსი(ატომური ბომბები 1945წლის 6 და 9 აგვისტოს ჩამოყარეს ხიროსიმასა და ნაგასკაში რასაც ბევრი ადამიანის სიკვდილი მოჰყავა.) ხოლო მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა 1945 წლის 2 სექტემბერს და ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ტოკიოს ყურეში მდგარ კეისერ ,,მისურზე”.
მაგრამ 1945 წლიდან დაიწყო ცივი ომი აშშ-თან და სსრკ-ს, შორის ამას მოჰყვა ცხელი წერტილები ვიეტნამსა(1963-1973წწ) და კორეაში(1950-1953წწ). რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მარტო ვიეტნამში 4 მლნ ანამიანი დაიღუპა, აგრეთვე ამ ადამიანებიდან 58 000 ჯარისკაცი და ოფიცერი იყო, 153 000 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ეკონომიკურად კი: ომის ხარჯმა 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამერიკელი ჯარისკაცი


ვიეტნამში ჯარის გადასხმა

ამას მოჰყვა ატომური ბომბების სერიული წარმოება ქვეყნებში, კერძოდ ატომური ბომბები ჰქონდათ: ზესახელმწიფოებს აშშ, სსრკ, აგრეთვე ისეთ საშვალო განვითარებად ქვეყნებს იმ დროისთვის როგორებიც იყვნენ, საფრანგეთი, ინგლისი, ჩინეთი და სხვა. მაგრამ 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა ნატო რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ატომური იარაღის მცირედად განადგურებაში, კერძოდ ეგრედწოდებული ,,მოქნილი რეაგირების” მეშვეობით.


და მივადექით იმას რომელმაც უკვე განვითარებად ქვეყნებში იჩინა თავი ეს კი იყო ერთი ძლიერი სახელმწიფოს დამოკიდებულება მეორე უფრო პატარა სახელმწიფოზე ამის კარგი მაგალითია ერაყის ომი და რუსეთის ჩვენდამი აგრესიის გამოვლენა, რატომ მოხვდა ეს? მაზე ძალიან ბევრი პასუხი არსებობს რომელიც შემოიფარგელება როგორც მტრული და არდოპლომატიური საეთიკო ენით. ასეთი დამოკიდებულება ჩემის აზრით იწვევს აგრესიიას, რადგან რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს ერი ის უნდა აფასებდეს თავის შესაძლებლობებს და იჩენდეს დიპლომატიურ ხასიათს იმ ქვეყნის მიმართ რომელიც მას ებრძოლება ასეც მოვიქეცით ჩვენ(რუსეთ საქაეთველოს კონფლიკთი 2008 წლის 8 აგვისტო) მაგრამ ჩვენ დავარღვიეთ ეთიკის ნორმები მაშინ როდესაც ამის დრო არ იყო ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი, მაგრამ ამის გამოსწორება ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე შევძელით.
ამის სახე სწორედ ის დამოკიდებულებაა სხავ ქვეყნის მიმართ რომელიც გამოიხატება როგორც ტერიტორიული ანუ ფიზიკური დანაკარგით აგრეთვე მორალური დანაკარგით რომელიც წარმოსდგება ისედაც მცირე ერის უფრო შემცირებით და იმედის გატეხვით. მე ძალიან ბევრი ადამიანის შეხედულებები მოვისმინე ომის მიმართ რომლებიც შემდეგრაირად გამოიხატება: ძალადობა, ნგრევა მსხვერპლი, ლიბერალიზმის აღმოფხვრა, შიში. შოვინიზმი, ცხოვრების უეცარი გარდატეხა ახალი უფრო განსაზღვრული ცხოვრებისკენ და მორალური განადგურება.

მაგრამ მე და ჩემი გუნდი იმედს ვიტოვებთ რომ ასეთი საშინელება აღარ განმეორდება, ამიტომ ჩვენ ამით ვასრგებლობთ და გვინდა ცოტა მოგვიანებით მაგრამ მთელი გულით გულისტკივილი გამოვხატოთ ომში დაღუპული გმირების გამო მაგრამ ქართველს ერთი რამ ყოველთვის უნდა ახსოვდეს ,,ვისი გორისა არის” მე იმედს მაქვს რომ საქართველო გამთლიანდება იმედი ყველას ვალია.

1 comment:

  1. მოგესალმებით ქალბატონო მაია,

    გაცნობებთ რომ, თქვენი ბლოგი მონაწილეობას იღებს http://konkursispirobebi.blogspot.com/კონკუსში. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი საკონკურსო პირობების მოთხოვნებს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ "ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები"-ს მე-3 პუნქტს- აქტივობას და კიდევ - აუცილებლად დაამატოთ თქვენს ბლოგს "მუდმივი მკითხველების" გაჯეტი (ესეც კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნაა).

    პატივისცემით,
    ელენე ხაჩიძე

    ReplyDelete